სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ედუარდ შევარდნაძე საქართველოში სამოქალაქო ომს პროგნოზირებს

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია „არათანმიმდევრული“ და „არამდგრადია“. ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ხან აცხადებს, რომ მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის, ხანაც კი სრულიად საპირისპირო განცხადებას აკეთებს.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აუცილებლად საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. პუტინი იქნება თუ ვინმე სხვა, რუსეთის გარეშე ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვერ დავიბრუნებთ“, - აცხადებს შევარდნაძე.

ამ პოზიციიდან გამომდინარე, ედუარდ შევარდნაძე განსაკუთრებულ იმედებს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე ამყარებს. „ის ძალიან საღად მოაზროვნე პოლიტიკოსია, რომელმაც უკვე გააკეთა განცხადება რუსეთთან სიტუაციის დალაგების შესახებ, ეს კი იმედებს აჩენს“, - ამბობს ექს-პრეზიდენტი.

შევარდნაძემ ხაზი გაუსვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ივანიშვილს ხელს ვერ შეუშლიან. „ თუ ხელისუფლება მას მოქალაქეობას არ დაუბრუნებს და არ მისცემს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, აუცილებლად სამოქალაქო ომი დაიწყება“, - განაცხადა შევარდნაძემ და ივანიშვილს კიდევ ერთხელ უწოდა „საქართველოს მხსნელი“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100