სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი - ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე (ვიდეო)

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაცემაში " მთავარი აქცენტები" საუბრობს.

იგი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო და უნდა გადამდგარიყო.ეს იქცა პოლიტიკოსებისათვის პოლიტიკურ საკითხად. პირადად ჩემთვის, ჩემი მეგობრებისათვის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისათვის იქცა პოლიტიკურ პრობლემად.

კითხვაზე, რატომ არ გადადგა, ვანო მერაბიშვილი პასუხობს:

"ახლა მიჭირს ამაზე საუბარი. ეს საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერაც, ჩვენს გუნდშიც. იყო სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მოხდა ისე, რომ გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა ჩემთვის, ასევე, ჩემი მეგობრებისათვის, იქნებოდა უკეთესი". - აცხადებს მერაბიშვილი გადაცემაში "მთავარი აქცენტები".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100