"როდესაც გაიგეს ჩემს შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა, სახლის გადაწვას, ჩემს დაწვას და მეორე შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარებას გეგმავდნენ"

რუსეთის რეგიონებში, ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ შევიწროებისა და მუქარის მსხვერპლმი გახდნენ. ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია "რია ნოვოსტმა" მოიპოვა.

ირკუტსკის ქალაქ უსტ-კუტში მცხოვრები ალენა ბ.-ს თქმით, მის მცირეწლოვან ვაჟს შეცდომით დაუსვეს კორონავირუსის დიაგნოზი.

ქალი ახალი დაბრუნებული იყო ტაილანდიდან, სადაც ის 16 წლის ქალიშვილთან და შვიდი წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. ოჯახმა კლინიკაში გაიარა შემოწმება, იმყოფებოდა კარანტინში და კარანტინის შემდეგ ბიჭის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

მანამდე სოციალურ ქსელებში ადგილობრივ ჯგუფებში გავრცელდა ინფორმაცია ქალაქში პირველი დაინფიცირებული ადამიანის შესახებ.

მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს პირადი დოსიე კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ბავშვის ოჯახის შესახებ და მოითხოვდნენ სოციალურ ქსელში, რომ სახლი გადაეწვათ, დედა დაეწვათ და მეორე ჯანმრთელი შვილი ბავშვთა სახლში ჩაებარებინათ.

"როდესაც გაიგეს ჩემს შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა, სახლის გადაწვას, ჩემს დაწვას და მეორე შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარებას გეგმავდნენ" - აცხადებს დედა.

სანამ საზოგადეოების ნაწილი ოჯახის წევრებზე გასწორებას გეგმავდა, ამასობაში გაირკვა, რომ ბავშვს შეცდომით დაუდგინეს კორონავირუსი და ტესტი მცდარი იყო, რადგან განმეორებითმა ტესტმა აჩვენა, რომ ვაჟი სრულიად ჯანმრთელი იყო.

”ჩვენი რაიონის ხელმძღვანელი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ ანალიზი მცდარი იყო, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. ამის შემდეგ აღშფოთების ტალღა ჩაცხრა, თუმცა, ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, ”- აცხადებს ბავშვის დედა.

"რია ნოვოსტი" აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა ხაბაროვსკშიც, სადაც ინფიცირებული ქალის კარს ასეთი წარწერა დაჰკიდეს მეზობლემა: ”იყავი იტალიაში? მოკვდი, არარაობავ! ჩვენი შვილები შენს გამო იტანჯებიან! ”

კიროვო-ჩეპეცკში მთვრალმა კაცებმა სცემეს სამედიცინო ასისტენტი და მოითხოვეს ეთქვათ ვინ მივიდოდა საავადმყოფოში კორონავირუსის ტესტის ჩასატარებლად.

უახლესი მონაცემებით, რუსეთის 85 რეგიონში კორონავირუსის 80 949 შემთხვევაა დაფიქსირებული.



უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი