სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სუფრაზე ბასრი საგნით ერთ-ერთს თავის არეში დაზიანებები მიაყენა " - ნახეთ, რა მოხდა კახეთში

პოლიციამ კახეთში მომხდარი დანაშაული გახსნა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სუფრაზე ერთ-ერთ მოქალაქეს ბასრი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

"მას აღენიშნებოდა საკმაოდ მძიმე დაზიანება თავის ქალის, ასევე თავის ტვინის მძიმე დაზიანება. გუშინ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. აღენიშნებოდა როგორც ღია ჭრილობა, ასევე ჭრილობები იყო საკმაოდ დაბინძურებული" - აცხადებს თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი გაგა ბეგიაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100