პოლიციამ ქუჩაში მოსეირნე შიშველი ქალი დააკავა, რომელსაც ტომარაში შვილის მოჭრილი თავი ჰქონდა, ხელში კი დანა ეჭირა

პოლიციელებმა ხარკოვში ტომრით მიმავალი შიშველი ქალი დააკავეს, რომელსაც ტომარაში ადამიანის მოჭრილი თავი ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იტყობინება.

უკრაინული სააგენტოს ცნობით, შეტყობინება შიშველი ქალის ქუჩაზე სეირნობის შესახებ, დღეს დილის 6 საათზე შევიდა პოლიციაში.

”შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ქალი არაადეკვატურ მდგომარეობაში იპოვეს. ერთ ხელში მას დანა ეჭირა , მეორეში - ჩანთა, რომელშიც ბავშვის თავი იყო. ქალმა უარი თქვა რამის ახსნაზე და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს”. - ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტში ასევე განმარტავენ, რომ დილის 8.25 საათზე, სოფელ პოდვორკიდან 40 წლის მამაკაცმა დაურეკა 102-ის სამსახურს და უთხრა, რომ დილით აღმოაჩინა 13 წლის დისშვილის გვამი აღმოაჩინა თავის გარეშე.

კაცის თქმით, ის სახლში 38 წლის დასთან და დის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც ჩანს სწორედ აღნიშნული და დააკავა პოლიციამ, რომელსაც, სავარაუდოდ, შვილის მოჭრილი თავი ჰქონდა ტომარაში.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი