სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მედიის 95% მტრულად არის განწყობილი...მათ მიმართ კეთილგანწყობილი რომ ვყოფილიყავი, ტრიბუნიდან გამაგდებდნენ" - პრეზიდენტის ამგვარ სიტყვებს დიდი ხმაური მოჰყვა

მედიის მიმართ კეთილგანწყობილი რომ ვყოფილიყავი, ტრიბუნიდან გამაგდებდნენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მედია მას მტრულად ეპყრობა, რაც არც ერთი სხვა პრეზიდენტის შემთხვევაში არ მომხდარა.

„ალბათ, პრეზიდენტ ლინკოლნს ექცეოდა პრესა დაახლოებით მსგავს სტილში. ამბობენ, რომ პრესა არავის ეპყრობოდა ისე ცუდად, როგორც ლინკოლნს. ვფიქრობ, ყველაზე ცუდად პრესა მე მეპყრობა. ხედავთ პრესკონფერენციებზე თუ როგორ სამარცხვინოდ მისვამენ კითხვებს. ვფიქრობ, მედიის მიმართ კეთილგანწყობილი რომ ვყოფილიყავი, ტრიბუნიდან გამაგდებდნენ“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე განცხადებით, მედიის წარმომადგენლები მას მიკერძოებულ და საშინელ კითხვებს უსვამენ.

„მედიის 95% მტრულად არის განწყობილი და მიუხედავად ამისა, მაინც უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს. წარმოუდგენელია მათი სიძულვილის დონე. არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისტორიაში იმდენი, რამდენიც ჩვენ გავაკეთეთ და მაინც მტრულად განწყობილები არიან“ - დასძინა დონალდ ტრამპმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100