სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარანტინის დროს მანქანების ყველაზე მასშტაბური ქურდობა მოხდა

ახალ ზელანდიაში კარანტინის დროს მანქანების გამქირავებული პოპულარული კომპანია Jucy-ს 100-მდე ავტომობილი გაიტაცეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ოკლენდში მოხდა. ღია მანქანები კომპანიის სადგომზე იდგა, გასაღები კი შიგნით იდო. ქვეყანაში მოქმედი კარანტინის გამო კომპანიის მფლობელები ადგილზე ვითარებას არ ამოწმებდნენ. ქურდებმა ღობე გადაჭრეს და სადგომიდან რამდენიმე მანქანა უპრობლემოდ გაიყვანეს, შემდეგ კი ცდუნებას ვერ გაუძლეს და კიდევ რამდენჯერმე დაბრუნდნენ. ჯამში მათ 97 ავტომობილი გაიტაცეს.

კომპანიის ხელმძღვანელობას მომხდარის შესახებ პოლიციამ შეატყობინა. სამართალდამცველებს კარანტინის პირობებში მანქანების ასეთი მოძრაობა საეჭვოდ მოეჩვენათ. შედეგად, ქურდობასთან დაკავშირებით დაკავებულია 29 ადამიანი, სამართალდამცველებმა მფლობელებს 85 მანქანა დაუბრუნეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100