სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 წლის ბიჭმა მშობლების მანქანა გაიტაცა

აშშ-ში, იუტის შტატის ქალაქ ოგდენში 5 წლის ბიჭმა მშობლების მანქანა გაიტაცა და რამდენიმე კილომეტრი გაიარა, ვიდრე მას საგზაო პოლიციის თანამშრომელი გააჩერებდა. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს.

პოლიციელი რიკ მორგანი ამბობს, რომ ქუჩაში შენიშნა Dodge Journey-ის მარკის ავტომობილი, რომელიც უჩვეულო ტრაექტორიით მოძრაობდა. მორგანმა ჩათვალა, რომ მძღოლს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, და სირენა ჩართო, რის შემდეგაც ავტომობილი გაჩერდა.

საჭესთან მორგანმა 5 წლის ადრიანი აღმოაჩინა, რომელიც სავარძელის ნაპირზე იჯდა, რათა სატერფულზე ფეხი მიეწვდინა. ბიჭმა პოლიციელს თავისი ასაკი და სახელი უამბო და განაცხადა, რომ ქალაქში სამი კილომეტრი გაიარა და ტრასაზე გავიდა, რათა კალიფორნიაში მცხოვრებ დასთან წასულიყო. ადრიანმა ასევე განაცხადა, რომ კალიფორნიაში Lamborghini-ს ყიდვაზე ოცნებობს და პოლიციელს თავისი ქონება - 3 დოლარი აჩვენა.

როგორც აღმოჩნდა, ბიჭმა ავტომობილი მაშინ გაიტაცა, როდესაც მისი მშობლები სამსახურში იყვნენ. ადრიანი და სხვა ბავშვები უფროსი დასთან დატოვეს, თუმცა მას ჩაეძინა. ადრიანის მშობლების ამბობენ, რომ ბიჭი აქამდე არასდროს მჯდარა საჭესთან. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ დაქოქა მან ავტომობილი და გავიდა ქალაქიდან ტრასაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100