სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ტანკების გადაადგილება სოჭიდან სოხუმისკენ

რუსეთი განაგრძობს სამხედრო ტექნიკის რაოდენობის გაზრდას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გუშინ სოჭიდან აფხაზეთის მიმართულები ჩაიარა მატარებელმა, რომელიც დატვირთული იყო 10 ტანკით Т-90, 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარით, ცეცხლის მართვის სისტემები და სხვა სამხედრო ტექნიკით. სხვები აცხადებენ, რომ დაითვალეს 21 ტანკი და 5 თვითმავალი დანადგარი. მათი თქმით, სამხედრო ტექნიკა სულ ახალთახალი იყო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შემდეგ მოახდინა ორი ქართული რეგიონის – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ოკუპაცია. ამას მოაყოლა მათი დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთმა გამოყარა ოკუპირებული რეგიონებიდან ყველა საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია – გაეროსა და ეუთოს, და დღემდე არავის არ უშვებს ამ ტერიტორიებზე. რუსეთმა ამ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზა განათავსა – მე–7 ბაზა გუდაუთაში (აფხაზეთი) და მე–4 ცხინვალში.

მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი მოწოდებისა რუსეთის მიმართ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილი დოკუმენტის პირობები, რომელიც ითვალისწინებს რუსული ჯარების აგრესიისწინა პოზიციებზე გაყვანას, მოსკოვი გეგმაზომიერად ახორციელებს სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობის გაზრდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100