სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს სულიერად... ჩვენი ქვეყანა იმოქმედებს სხვა ერების ცხოვრებაზე" - პატრიარქი

უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს, ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე - ამის შესახებ ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლოს წილხვედრად აღყვანებას.

უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ იმოქმედებს, ასევე, საქართველო სხვა ერების ცხოვრებაზე," - განაცხადა ილია მეორემ.

12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებასთან ერთად უკვე მეორე წელია საქართველო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100