სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საცხოვრებელ სახლს მილიონამდე ხოჭო შეესია და ოჯახი ქუჩაში გამოაგდო

ტაილანდის პროვინციაში, საცხოვრებელ სახლში მილიონამდე აგრესიული ხოჭო შეიჭრა და ოჯახი ქუჩაში გამოაგდო. ამის შესახებ AsiaOne წერს.

ხოჭოების შემოსევა სახლში ძლიერი წვიმის შემდეგ მოხდა. ხოჭოებმა დაფარეს იატაკი, კედლები და ჭერი. ოთახში უსიამოვნო სუნი დადგა. სახლის მფლობელები იძულებული გახდნენ, რომ შენობიდან გასულიყვნენ.

შემდეგ კი შეეცადნენ, რომ ხოჭოები სახლიდან გაეძევებინათ, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლეს, რადგან გამოყენებულმა სპეციალურმა წამალმა არ იმოქმედა. ოჯახმა ღამე გარეთ გაატარა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდნენ და იმედი აქვთ, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სახლიდან ხოჭოების გაძევებაში დაეხმარებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100