სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული - როგორია covid 19-ის სტატისტიკა დღეს საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღეის მონაცემებით კორონავირუსი 11-მა პაციენტმა დაამარცხა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 4246 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394.

ქვეყანაში ახალ კორონავირუსს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100