ჰონგ-კონგელმა დეპუტატებმა ჰიმნის გამო იჩხუბეს

ჰონგ-კონგის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.

დაპირისპირების მიზეზი ჩინეთის ეროვნული ჰიმნის სტატუსის შესახებ ახალი კანონპროექტი გახდა, რომლის მიხედვითაც ჰიმნის უპატივცემულობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად ჩაითვლება.

კანონპროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. რამდენიმე დეპუტატის გაყვანა დარბაზიდან დაცვის თანამშრომლებს ძალის გამოყენებით მოუხდათ.

კომენტარი