ინფექციური საავადმყოფოს ექთანს შენიშვნა მისცეს - პაციენტების წინაშე გამჭვირვალე დამცავი ეკიპირების ქვეშ სექსუალური საცურაო კოსტიუმი ეცვა (ფოტო)

რუსეთში ტულის ოლქში მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ექთანს დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შეუფარდეს მას შემდეგ, რაც პაციენტების წინაშე გამჭვირვალე დამცავი ეკიპირების ქვეშ საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა.

„სამედიცინო ეკიპირების მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე ტულის ოლქის კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომელს დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შეეფარდა“ - ნათქვამია ჯანდაცვის რეგიონალური უწყების განცხადებაში.

კომენტარი