სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელიც ვალის გამო მოკლეს - გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ მშობლებს მოკლული შვილის ფოტო გადაუგზავნა

26 წლის ავთო კალანდაძე, სანადირო თოფიდან ორი გასროლით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. საზარელი მკვლელობა ჩოხატაურში დღის პირველ საათზე მოხდა.როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კალანდაძე მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიაში იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებულს კი ოჯახის ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღით დახვდა.

გავრცელებული ინფოორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, რომელიც უკვე დაკავებულია, ოჯახის ახლობელი და მოკლულის დის ნათლიაა. მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა. საქმე ოჯახებს შორის გარკვეულ ფინანსურ დავას უკავშირდებოდა. ასევე, მკვლელობიდან მალევე, დამნაშავე ავთო კალანდაძის ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და მშობლებს მოკლული შვილის ფოტო გადაუგზავნა და განუცხადა, რომ საბოლოოდ იძია მათზე შური.

ავთო კალანდაძე თბილისში მცხოვრები - "საქართველოს ბანკის" თანამშრომელი და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ის კორონავირუსის გამო, თვენახევრით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად გადავიდა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, მას კონფლიქტი აქამდე არავისთან ჰქონია.

წყარო: რუსთავი2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100