სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"22-დან არ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, მათ შორის არც ავტომობილში 3 მგზავრის შეზღუდვა...ეს ორი თვეც უნდა გავძლოთ" - კობახიძე

ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კობახე აცხადებს, რომ 22 მაისს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება.

კითხვაზე, მოიხსნება თუ არა ავტომობილებში 3 მგზავრზე მეტის ჩასხდომის შეზღუდვა, კობახიძე ამბობს, რომ ის არ მოიხსნება.

"თანდათანობით მოიხსნება შეზღუდვები, 22-იდან არ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, არც ეს ავტომობილში 3 მგზავრის შეზღუდვა, თუმცა თანდათანობით უნდა მოიხსნას და ამისთვის წინასწარ შედგენილია გეგმა, დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა მთავრობის მიერ ეს გეგმა, თანდათანობით ყველა ეს შეზღუდვა მოიხსნება და იმედი გვაქვს, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პირველი ივლისისთვის უკვე საბოლოოდ მოიხსნება ყველა შეზღუდვა", - თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ ქვეყნის დღევანდელი შედეგი ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ხელისუფლების, ექიმებისა და მოქალაქეების დამსახურებაა.

"ცოტა დაგვრჩა გასაძლები, საუბარი მაქსიმუმ ორ-თვიან პერიოდზე, როდესაც უკვე ყველა შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა მანამდეც თანმიმდევრულად მოიხსნება სხვადასხვა შეზღუდვა. ეს ორი თვეც უნდა გავძლოთ, თანდათანობით [გაიხსნება] კაფეები, რესტორნები, საქალაქთაშორისო მიმოსვლა კონკრეტულ შემთხვევებში, ეს შეზღუდვები - ფეხბურთის თამაშები ვერ ჩატარდება ჯერჯერობით, სოციალური თავშეყრები, ეს არის ის შეზღუდვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დარჩეს, რომ 224 შემთხვევიდან არ მივიღოთ 2 224", - ამბობს კობახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100