რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში

ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში აღდგება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სატრანსპორტო კომპანიებთან გარკვეული რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ შორის საუბარია, როგორც ლიმიტირებული მგზავრების გადაადგილებაზე, ასევე პირბადეების ტარების აუცილებლობა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეგულაციების შემუშავება, ეს რეგულაციები გულისხმობს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის გამოყენებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ვინტილაცია, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მგზავრების რა რაოდენობა იქნება დაშვებული თითოეული ფორმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარი