"როდესაც ბასილაშვილმა წამოიყვანა შვილი მშობლების სახლში, 40 წუთში მობრძანდა ქალბატონი და ბავშვი წაიყვანა ძალით, არის ამის ჩანაწერები" - ბასილაშვილის ადვოკატი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა "მთავარი არხის" ეთერში ჩოგბურთელის ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს. საუბარია ნეკა დოყოყაშვილის კომეტარზე, სადაც მან განაცხადა, რომ მას თავისი ყოფილი მამამთილი რაღაც საგნით გაეკიდა.

ჭკადუა ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდებოდა, რადგან მუხლებზე პრობლემა აქვს .

მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ჭკადუა ამტკიცებს, რომ ძალადობის ფაქტი არ ჩანს არც ვიდეო-მასალაში, რომელიც სათვალთვალო კამერებიდან არის ამოღებული.

"მტკიცებულება, რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან არ დგინდება რაიმე ფორმის ძალადობა.

ამ შემთხვევას ჰყავს შემსწრეებიც, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, იძულებული გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიცვას თავი.

ისინი დაშორდნენ 2019 წელს. თუკი ბასილაშვილი იყო მოძალადე ქმარი რატომ არ იყო დოროყაშვილი თანახმა განქორწინებაზე. თუკი მასზე სისტემატურად ძალადობდნენ, რატომ არ განაცხადა ამის შესახებ.

ბასილაშვილს გამოყოფილი აქვს ბავშვის ნახვის ორი დღე, ხუთშაბათი და შაბათი ხუთშაბათი დღე იყო, როდესაც ბასილაშვილმა წამოიყვანა შვილი მშობლების სახლში. მოყვანიდან 40 წუთში მობრძანდა ქალბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში და ბავშვი წაიყვანა ძალით, არის ჩანაწერები, გამოძიებას ამოღებული აქვს და საქმეში დევს, - ამბობს ჭკადუა .

კომენტარი