ნახეთ, დღეიდან რომელ ქვეყანაში დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება

კოსტა-რიკა ცენტრალური ამერიკის პირველი ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ამის შესახებ france24 წერს.

გამოცემის ცნობით, 26 მაისიდან ქვეყანაში ერთსქესიან მოქალაქეებს დაქორწინება შეუძლიათ.

2018 წლის აგვისტოში, კოსტა-რიკას საკონსტიტუციო სასამართლოს ქვედა პალატამ არაკონსტიტუციურად ცნო ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. სასამართლომ კანონმდებლებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის წელიწადნახევრიანი ვადა მისცა.

25 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა კარლოს ალვარადომ განაცხადა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება 26 მაისიდან დასაშვები გახდება.

კომენტარი