სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად კალიების შემოსევასთან უწევთ ბრძოლა

ინდოეთის რამდენიმე შტატს კალიები შემოესივნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მწერებმა ქალაქების საცხოვრებელი და ინდუსტრიული რაიონები დაიპყრეს, მაგრამ ყველაზე დიდ ზარალას შემოსევა სოფლის მეურნეობას აყენებს, რომელიც პანდემიის გამო ისედაც დაზიანებულია.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მწერების ასეთი მასშტაბური შემოსევა ქვეყანაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. კალიები ინდოეთში პაკისტანიდან ხანგრძლივი მუსონური წვიმის გამო მოხვდნენ. ინდოეთის მთავრობამ შემოსევასთან გასამკლავლებლად ღონისძიებების გატარება დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100