სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბაჟოს თანამშრომლებმა $31,7 მილიონის ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს

დიდი რაოდენობით ნარკოტიკი იპოვეს ჰონგ-კონგელმა მებაჟეებმა სამხრეთ ამერიკიდან კონტეინერით გამოგზავნილ რეაქტიულ ძრავში. ამის შესახებ Forbes წერს.

217 კილოგრამი კოკაინი ძრავში მოწყობილ სამალავში, 8 კონტეინერში იყო გადანაწილებული.

გამოცემის ცნობიით, სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ კოკაინის მსოფლიო ბაზრის მოცულობა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია.

წინა დიდი პარტია, 28 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი, ამერიკელმა სამხედროებმა, მაისის დასაყისში, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გემზე აღმოაჩინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100