სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია: ვინც იყო ღარიბი, დღეს გახდა ღატაკი და ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აღიარებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დუშეთში, წილკნის დევნილთა დასახლებასა და მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც ყოველგვარი შემოსავლისა და ხელისუფლების დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახები მოინახულა.

პანდემიის დაწყებამდე ისინი თვითდასაქმებულები იყვნენ. თავს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ბაღებში, ნახირსა და სახლების დალაგებაში აღებული მცირედი ანაზღაურებით ირჩენდნენ. ახლა კი, ვერაფრით ამტკიცებენ თვიდასაქმებულის სტატუსს და მთავრობის მიერ დაპირებული მცირედი დახმარების გარეშე რჩებიან.

ნიკა მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, გადაარჩინოს შიმშილს თავისი მოქალაქეები და გაითვალისწინოს ენმ-ის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ყველა 18 წელს მაღლა მოქალაქისთვის 1000 ლარიან, ხოლო 18 წელს დაბლა პირისთვის 500 ლარიან დახმარებას გულისხმობს

„ვინც კი კორონავირუსამდე იყო ღარიბი, დღეს გახდა ღატაკი და ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აღიარებს. რომ არ დაიღუპოს ეს ხალხი შიმშილით, მილიარდელი მმართველის პირობებში, აუცილებელია ჩვენი ინიციატივის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც ყველა სრულწლოვანს 1000 ლარი უნდა გადაეცეს, ხოლო ყველა არასრულწლოვანს 500 ლარი“, - განაცხდა ნიკა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100