კაცი რომელიც 112 წლის იყო გარდაიცვალა - მიზეზად ონკოლოგიური დაავადება დასახელდა

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა. ბობ უეიტონი 112 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.

უეიტონი ჰემირის საგრაფოს ქალაქ ალტონში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.

უეიტონი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. წარსულში ის ინჟინრად და მასწავლებლად მუშაობდა. მას 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი დარჩა.

კომენტარი