სალვადორეში სტიქიამ 10 ადამიანი იმსხვერპლა

სალვადორს ტროპიკულმა შტორმმა „ამანდამ“ გადაუარა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმა დაერთო, რის შედეგადაც დასახლებული რაიონები დაიტბორა.

სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი იმსხვერპლა. წყალდიდობის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყანაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარი