სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ დელიაგინი: სააკაშვილს შეუძლია პუტინს იგივე მოუწყოს, რაც სარკოზიმ კადაფის გაუკეთა

რუსი ეკონომისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და რუსეთის გლობალიზაციის პრობლემათა ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობით მიხეილ სააკაშვილს შეუძლია პუტინს იგივე მოუწყოს, რაც კადაფის სარკოზიმ გაუკეთა.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ რუსეთში შიდა ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შეფერხდება და ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს ყველაფერზე თავი დაუქნიოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასე რომ, თუ სააკაშვილი ეკონომიკაში ერკვევა, ახლა ღვინის ბოთლი უნდა ედგას წინ და უნდა სვამდეს - მას შეუძლია, 2008 წლის აგვისტოს გამო შური იძიოს ვლადიმირ პუტინზე და მას იგივე გაუკეთოს, რაც სარკოზიმ გაუკეთა ლიბიის ლიდერს - კადაფის“, - აღნიშნა დელიაგინმა რადიო Финам FM-ის ეთერში, სადაც მან ევროპაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100