სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, ასე მიულობა ბიძინა ივანიშვილმა კახი კავსაძეს დაბადების დღე

დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, კახა კავსაძის დაბადების დღეა. ბიძინა ივანიშვილმა, ცნობილ მსახიობს დაბადების დღე facebook-ის მეშვეობით მიულოცა.

„უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტსა და დიდ კაცს - კახი კავსაძეს.

მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში, კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს.

ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია - კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ ერთგული კაცი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს - კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს“ - წერს ივანიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100