სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯერ ზაფხული გადავიტანოთ და მეორე, ძლიერი ტალღა შეიძლება იყოს ნოემბრის ბოლოდან" - ნახეთ, რას ამბობს პაატა იმნაძე

სასწავლო წელი იწყება სექტემბერში და საქართველოში გრიპის მსგავსი დაავადებების სეზონი იწყება ნიოემბრის ბოლოს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან შეწუხებულია იმით, რაც ხდება. ხალხმა დაივიწყა, რომ კორონავირუსი არსებობს.

„ასე რომ, ჯერ ზაფხული გადავიტანოთ, უკვე ზაფხულს ვუყურებთ შიშით, როგორ გადავიტანთ. ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რაც ხდება, ხალხმა დაივიწყა, რომ კორონავირუსი არსებობს. ჯერ მივაღწიოთ იქამდე და მეორე, ძლიერი ტალღა შეიძლება იყოს ნოემბრის ბოლოდან, რადგან საქართველოში აციება, გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების სეზონი არც სექტემბერში იწყება და არც ოქტომბერში, იწყება ნოემბრის მეორე ნახევარში“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100