სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექვსმა მოცურავემ ფედერაციის მწვრთნელები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

ექვსმა მოცურავე ქალმა ამერიკის შეერთებული შტატების ცურვის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ისინი მწვრთნელებს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

დებრა გროდენსკი, სიუზეტ მორანი, ტრეისი პალმერო და კიდევ სამი მოცურავე, რომლებაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს. გაუპატიურებაში ბრალს აშშ-ს ნაკრების ყოფილ დირექტორს ევერეტ უჩიამს და ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელებს, მიჩ აივისა და ენდრიუ კინგს სდებენ.

მოვლენები 80-იან წლებში ხდებოდა. 51 წლის გროდენსკის თქმით, ევერეტი მასზე მაშინ ძალადობდა, როდესაც 11-დან 16 წლამდე ასაკის იყო. მორანმა კი განაცხადა, რომ 17 წლის ასაკში აივისგან დაფეხმძიმდა და იძულებული გახდა აბორტი გაეკეთებინა.

ამ ამბების გახმაურების შემდეგ, სამივე მწვრთნელი სპორტს სამუდამოდ ჩამოაშორეს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კი თითოეულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100