სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ის ადამიანები, ვინც ჩემს სახლთან ტრიალებდნენ, არ ვიცი ვინ იყვნენ, იყო ეს უკვე სუსი, ქართული მხარე თუ ქილერების ჯგუფი" - გიორგი გაბუნიას მკვლელობაში მილიონი იყო გადახდილი

როდის დაიგეგმა სპეცოპერაცია დაქირავებული მკვლელის დასაკავებლად და როდის შეამჩნია გიორგი გაბუნიამ, რომ მას უთვალთვალებდნენ - ამ და სხვა დეტალებზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ტვ პირველი ეთერში ისაუბრა.

გაბუნიამ თქვა, რომ მისი სიცოცხლე მილიონად იყო შეფასებული და რომ მკვლელეს, მისი ინფორმაციით, ფულიც კი ჰქონდა აღებული.

„მეც საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგე, რომ უკრაონაში მოხდა თურმე პირველად დაკავება აპრილში და შემდეგ გახდა ცნობილი, რომ თურმე მილიონი ღიებულა ჩემი სიცოხლე და ამ ადამიანს თურმე თანხაც კი ჰქონდა უკვე აღებული, რომ ჩემი ლიკვიდაცია მომხდარიყო.

მე ვვარაუდობ, რომ რადგან სპეცსამსახურია ჩართული, ალბათ ოფიციალურად გადმოუგზავნიდნენ ქართულ მხარეს ამ ინფორმციას. ცხადია, ტელეფონით არ ისაუბრებდნენ. ეს არ იყო ორ დღეში დაგეგმილი სპეცოპერაცია, ეს თვეები გრძელდებოდა. ალბათ ყველაფრის გამოქვეყნება არ შეიძლება, მაგრამ როგორც მინიმუმ, იმ თქმა არის საჭირო, თუ რა ხდება ქვეყანაში.

თუ გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრულიად მცდარი, ჩემზე თუ არ ზრუნავენ, ხალხს ხომ მაინც უნდა უთხრან, რომ ნუ გეშინიათ, ყველაფერი არის კარგად“ - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, თვალთვალი დაცვამ შეამჩნია, რის შემდეგაც დაცვის გაძლიერბეა მოხდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ სახლის ყველა შესასვლელთან მანქანები და უცხო ადამაინები ტრიალებდნენ.

„დაცვამ შეამჩნია, ჩემზე თვალთვალი და სწორედ ამიტომ მოხდა დაცვის გაძლიერება. დაცვა ხედავდა, რომ ჩემს სახლთან მუდმივად იდგა რამდენიმე მანქანა. სახლთან რამდენიმე გასასვლელია და ყველგან იდგა. იყო საეჭვო მანქანები და მუებნებოდნენ, რომ მითვალთვალებდნენ. იღებდნენ სურათებს და ა.შ.

იყო თუ არ ამ ოპერაციის განხორციელებაში სხვა ადამინები ჩართული. გაბუნია ფიქრობს, შეუძლებელია მას მარტო ემოქმედეა.

„ის ადამიანები, ვინც ჩემს სახლთან ტრიალებდნენ, არ ვიცი ვინ იყვნენ, იყო ეს უკვე სუსი, ქართული მხარე თუ ქილერების ჯგუფი, თუმცა ფაქტია თვალთვალი მიდიოდა“ - განაცხადა ტელეწამყვანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100