მეცნიერების აზრით, მძინარე მამაკაცების სექსი მოხშირდა

ზოგიერთი მამაკაცი ღამღამობით გაუცნობიერებლად მიიწევს თავისი მეორე ნახევრისკენ, ასევე ქვეცნობიერად ითხოვს რა მისგან ინტიმურ სიახლოვეს. როგორც წესი, ამ ქვეცნობიერ მოქმედებას მამაკაცები ძილში სჩადიან. ექსპერტებისა და მეცნიერების აზრით, ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. მაგრამ, როგორც წესი, ახალგაზრდა მამაკაცებს არაფერი ახსოვთ თავიანთი ღამეული გამოხტომებიდან და გაოცებულებიც რჩებიან, როცა ქალები ამის შესახებ უამბობენ ხოლმე. ასეთ მამაკაცებს მეცნიერებმა შესაბამისი დიაგნოზი დაუსვეს და ამ დიაგნოზის მიხედვით, „ავადმყოფობა“ თავს იჩენს ძილში, როცა მათ უჩნდებათ სურვილი, დაკავდნენ სექსით.

გამოკვლ;ევებმა აჩვენა, რომ ასეთები ახალგაზრდა მამაკაცების ¾–შ შეადგენენ. ყველაზე ხშირად ასეთი დარღვევა კვირაში რამდენჯერმე ვლინდება. ამასთან, ყველას როდი შეუძლია იმ დროს გამოფხიზლება და იმ საქციელის აღქმა, რასაც სჩადიან. გამოკვლევების მონაწილე ქალების ნაწილმა დაადასტურა, რომ მამაკაცთა ნაწილს შეუძლია სრულფასოვანი სექსით დაკავდეს მაშინ, როცა სძინავს, დილით კი ღამეული ამბები საერთოდ არ ახსოვდეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მძინარე მამაკაცების სექსი ბოლო დროს სულ უფრო მოხშირდა და ეს ქვეცნობიერების დონეზე ხდება.


კომენტარი