სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი შაქარაშვილის საქმე - ვინ არიან დაკავებულები?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმზე დაკავებულთა შორისაა თემო ბარბაქაძე, რომელც დაბადების დღის წვეულებას ესწრებოდა.

ბარბაქაძე პოლიციაში განმეორებით გამოკითხეს, სავოლოოდ კი დააკავეს.

ბარბაქაძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირთან ერთად კონფლიქტის შემდეგ თბილისში წამოვიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მეგობრების წასაყვანად უკან დაბრუნდა. სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი ხიდთან.

"ორი მეგობარი, რომლებიც დარჩნენ, დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩამოდით გვირტყამენ, წაგვიყვანეთ აქედან. მოატრიალეს ავტომობილი, წამოვიდნენ უკან მცხეთის მიმართულებით და ეს ინციდენტი მერე მოხდა, როდესაც გზის პირას დაინახეს ის ხალხი, ვინც მათზე აგარაკზე იძალადეს და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც გრძელდებოდა მაქსიმუმ 10 წამი" - ამბობს გიორგი ფოფხაძე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული.

ამასთან, ფეხბურთელ გიორგი შარაქაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან.

დაკავებულება სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100