სამედიცინო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

თეირანში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში, ტაჯრიშის სკვერის მიმდებარედ, აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

კომენტარი