სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდთან ახლოს მატარებელი ავტომანქანას შეეჯახა

ზუგდიდის სიახლოვეს სატრანტსპორტო შემთხვევა მოხდა. ქალაქის სადგურიდან გამოსული მატარებელი "ფიატის" მარკის ავტომობილს დაეჯახა, რომელიც ლიანდაგს კვეთდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ სარკინიგზო ხაზზე გადასვლისას მანქანას ძრავა ჩაუქრა. ავტომობილში ხუთი ადამიანი იჯდა. სამმა გადმოსვლა მოასწრო, მძღოლი და ერთი მგზავრი კი ავტომობილში დარჩნენ.
დაჯახების შემდეგ მატარებელმა მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე გაიტანა. ავტომობილში მსხდომნი შეჯახების შედეგად დაშავდნენ და ისინი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტომობილს ბენზინის ავზი დაუზიანდა და გაჩნდა მისი აფეთქების საშიშროებაც, ამიტომ ადგილზე საგანგებო სამსახური იყო მობილიზებული. ამჟამად შემთხვევის ადგილზე გზა უკვე გახსნილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100