ცნობილი ხდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაბლოკვის მიზეზი - აი რატომ შეაჩერა ივანიშვილმა საუკუნის პროექტი

ქერჩის სრუტეში რუსული ტამანის პორტის მშენებლობა დასრულდა. ამ ფაქტმა კი ნათელი გახადა ის რეალური მიზეზი, რის გამოც პრორუსული მენტალიტეტის მქონე ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაბლოკა.

რა კავშირი აქვს რუსულ ტამანს საქართველოს ხელისუფლებასთან? - სწორედ ამ ხელისუფლების წყალობით შეჩერდა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელიც რუსეთს ეკალვით ესობოდა თვალებში.

სწორედ მაშინ დაიწყო ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ მიზანმიმართული დევნა, როდესაც ანაკლიაში არნახული „ეკონომიკური საბადოს“ სისრულეში მოყვანა თითქმის გადაწყვეტილი იყო.

ანაკლიის პორტი იყო საუკუნის პროექტი - საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად გადაქცევის გარანტი, რაც რუსეთის გეგმებში არაფრით ჯდებოდა.

გარდა იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყანა მოწადინებულია ჩვენი რესურსები მაქსიმალურად შეამციროს, ის ამავდროულად იაზრებს საქართველოს პოტენციალს - გახდეს მრავალი ქვეყნის წარმატებული პარტნიორი, სახელმწიფოებრივი აღორძინების ეტაპზე გადავიდეს და ღირსეული კონკურენცია გაუწიოს რუსეთის მიერ წამოწყებულ ბიზნესს.



სწორედ რუსეთის ინტერესების გამტარებელმა ივანიშვილის მთავრობამ, ისევე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ხელი შეუშალა სახელმწიფო განვითარების გეგმას და ანაკლიის ჩაძირვით, ქვეყანა ისევ სიღარიბესა და სიბნელეში დატოვა.

სანამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობს, ამასობაში რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოასწროს ტამანის პორტის მშენებლობა და საქართველოს კიდევ ერთხელ წაართვას ეკონომიკური განვითარების შანსი.

ამგვარად, სწორედ მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო, რუსეთში ტამანის პორტი აშენდა და ახლა ეს უკანასკნელი 220,000 ტონამდე სატვირთო გემების მიღებას უახლოეს მომავალში შეძლებს.

უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის მთავრობის წყალობით, რუსეთმა თვალსა და ხელს შუა წაგვართვა მნიშვნელოვანი პარტნიორები.

შესაბამისად, ივანიშვილის წყალობით, ილუზია იმისა, რომ რუსეთის „ბრჭყალებს“ თავი დავაღწიეთ, საკმაოდ ბუნდოვანია - რაც საუკუნეების წინ დაიწყო მეზობელმა ოკუპანტმა სახელმწიფომ, სწორედ იგივეს აგრძელებს სახეცვლილი „ორჯონიკიძეების“ დახმარებით.

სოციალურ ქსელში რუსეთის ტამანის მშენებლობის დასრულებას მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ: "ეს არის გამყიდველი და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი მთავრობის პოლიტიკა, ივანიშვილმა და გახარიამ კი რუსეთის დავალება წარმატებით შეასრულეს".

კომენტარი