29 წლის ტაქსის მძღოლმა პოლიციის განყოფილებაში თავი დაიწვა

29 წლის უგანდელმა ტაქსის მძღოლმა პოლიციის განყოფილებაში თავი დაიწვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჰუსეინ ვალუგემბეს მოტოციკლს, რომლითაც მას მგზავრები გადაჰყავდა, ორშაბათს, მასაკას რეგიონში ყადაღა დაადეს. მის მოსახსნელად კი 40 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ტაქსით მგზავრების გადაყვანა აკრძალულია. მაგრამ ვალუგემბეს მოტოციკლი მეგობარს ათხოვა, რომელმაც ეს აკრძალვა დაარღვია. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ის სამართალდამცველებმა.

მოტოციკლის მფლობელს განყოფილებაში მისვლა რამდენჯერმე მოუწია. ის მოტოციკლის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვდა. ბოლოს, გაღიზიანებული ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა, ბოთლით მიტანილი ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

მომხდარის გამო განყოფილების ყველა თანამშრომლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მათ ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

კომენტარი