სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შაქარაშვილის მკვლელისა და მკვლელების მფარველების ნაცვლად ასე დემონსტრაციულად ჩაგვიდეს მანქანის ხელოსანი, ქართული ოცნების მომხრე" - გიორგი კაპანაძე

"ბევრი საინტერესო დეტალი გავიგეთ "თეთრპერანგიანი ფეიკის" ირგვლივ და აღმოჩნდა რომ შაქარაშვილის მკვლელისა და მკვლელების მფარველების ნაცვლად ასე ცინიკურად და დემონსტრაციულად ჩაგვიდეს მანქანის ხელოსანი, ყოფილი დისტრიბუტორი და ქართული ოცნების მომხრე დასახლება ღუდადან, რომელიც თითქოს ხაშურიდან, ჭიათურიდან თბილისში მომავალ სამარშრუტო ტაქსს გამოჰყვა.
არადა, ჭიათურიდან თბილისში მომავალი მანქანა წესით ხაშურში არ ხვდება, ჯვრის უღელტეხილით პირდაპირ აგარაში ჩამოდის...
ერთადერთი გზა, რომლითაც ჭიათურიდან თბილისში მომავალი მანქანა ხაშურში მოხვდება, ზესტაფონის გავლითაა, რომელიც მნიშვნელოვნად აგრძელებს მანძილს და იგივეა თბილისიდან რუსთავში გორიდან რომ წახვიდე..." - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100