სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ადგილი ჰქონდა ძალადობას და შემდეგ გადააგდეს წყალში" - შაქარაშვილის ოჯახის საგანგებო ბრიფინგი

12 სახის დაზიანება ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პირობებში. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. ამის შესახებ ოჯახის წარმომადგენელმა მირიან ნიკოლაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამ ბრიფინგზე ოჯახის პოზიცია გააჟღერა

„წარმოუდგენელია, ეს დაზიანებები, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, ფერდობზე დაგორებით იყოს მიყენებული…

შესაბამისად, ჩვენი კატეგორიული პოზიცია იქნება პროკურატურის და შსს-ს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლკელობის გამო მიეცეს…

ველოდებით როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები“ – აცხადებს ნიკოლაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100