31 წლის კაცმა სამი ქალი დაჭრა - ერთ-ერთი ქალბატონი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა

ნორვეგიაში დანით შეიარაღებული კაცი 3 ქალს დაესხა თავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ სარპსბორგში, შუაღამისას მოხდა. თავდამსხმელმა ორი ქალი სხვადასხვა ლოკაციაზე დაჭრა. კიდევ ერთი, 50 წლამდე ასაკის ქალი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ერთ-ერთი დაჭრილი თავდამსხმელს იცნობდა და მისი მისამართი პოლიციას გადასცა. მომხდართან დაკავშირებით ნორვეგიის 31 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს. ახლა ექსპერტები მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იკვლევენ.

კომენტარი