სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგონამ შურისძიების მიზნით ორი მამაკაცი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა

ავღანეთში გოგომ „თალიბანის“ 2 მებრძოლი მოკლა და რამდენიმე დაჭრა, მას შემდეგ, რაც ისინი მის ოჯახს დაესხნენ თავს. ამის შესახებ France 24 იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. „თალიბანის“ წევრები ოჯახს იმის გამო ეძებდნენ, რომ ისინი მთავრობის მხარდამჭერები იყვნენ. როცა მათ ოჯახის სახლს მიაგნეს, მოზარდის მამა გარეთ გაათრიეს. მისმა ცოლმა მებრძოლებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მათ წყვილი სახლთან მოკლეს.

„ამის შემდეგ ქამარ გულმა, ოჯახის კუთვნილი AK-47 ტიპის იარაღი აიღო და ჯერ მშობლების მკვლელები დახოცა, შემდეგ კი რამდენიმე სხვა მებრძოლი დაჭრა“ - აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგო 14-16 წლისაა. ინციდენტის შემდეგ სოფელში „თალიბანის“ კიდევ რამდენიმე მებრძოლი მივიდა, თუმცა ადგილობრივებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

ქამარ გული და მისი უმცროსი ძმა მთავრობის წარმომადგენლებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სოციალურ ქსელებში კი გოგოს საქციელს „გმირულს“ უწოდებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100