სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აწამეს და მოკლეს ბავშვი!" – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის გოგონას მამა ყვება, რომ ის სამსახურიდან აღელვებული მოდიოდა სახლში.

„ბევრჯერ ვუთხარი, დაანებე თავი ამ სამსახურს-თქო, მივედი 2-ჯერ იმ კორპუსთან და რა დაწესებულება იყო, წარწერებიც არ იყო ამ სამსახურში. მოწყენილი მოდიოდა და ხშირად ღამის 3 საათზე მოსულა სახლში. აგრესიული მოდიოდა. არცერთ სიტყვას არ ეუბნებოდა არავის, არც დედას არც მამას. აწამეს და მოკლეს ბავშვი“,- ყვება მამა.

ასევე, მამამ მედიასთან შვილის კუთვნილ კომპიუტერთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ ამოიღეს. მამა ამბობს, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მას უთხრა, რომ ახალგაზრდას პრობლემები ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობდა, მშობლისთვის არ უთქვამს.

„კომპიუტერი გავხსენი და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინ არისო. არ უთქვია რა პრობლემის, ამიტომ მისკდება გული. ეს იყო გუშინ. კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, ის პირი მეუბნება ამას. როდესაც განერვიულებული მოდიოდა, მითქვამს, რა არის შვილო, რა ხდება-თქო, მაგრამ არ უთქვია ჩემთვის არაფერი,“ – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

დედის თქმით, თამარი ამბობდა, რომ კანადიდან მოდიოდა შეკვეთები, მასალებს უგზავნიდნენ და ის ამ მასალებს ამზადებდა.

„ეჭვი მაქვს, რომ რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა“, – ამბობდა დედა.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობილი გახდა , რომ ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100