„ის ხომ გა­და­აგ­დეო“, რა­ზეც მე­ო­რემ უპა­სუ­ხა, რომ „კი­დევ კარ­გი გა­და­ვაგ­დე­თო“ - რას ჰყვება ჩვენებაში საქმის ახალი მოწმე

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ახა­ლი მოწ­მე გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც გა­მო­კი­თხვა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ 15 ივ­ლისს, ვარ­კე­თილ­ში ერთ-ერთი კორ­პუ­სის ავ­ტო­ფა­რე­ხებ­თან მან რამ­დე­ნი­მე პი­რის სა­უ­ბა­რი მო­ის­მი­ნა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, შა­ქა­რაშ­ვილს ეხე­ბო­და.

კერ­ძოდ კი, მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ-ერ­თმა პირ­მა მე­ო­რეს ჰკი­თხა, „ის ხომ გა­და­აგ­დეო“, რა­ზეც მე­ო­რემ უპა­სუ­ხა, რომ „კი­დევ კარ­გი გა­და­ვაგ­დე­თო“.

აღ­ნიშ­ნულ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მოწ­მე საქ­მის მა­სა­ლე­ბის ახალ, 21-ე ტომ­ში სა­უბ­რობს.

"რო­დე­საც მე მათ გვერ­დით გა­ვი­ა­რე ახალ­გაზ­რდა მა­ღა­ლი ბიჭი ეკი­თხე­ბო­და ახალ­გაზ­რდა და­ბალ ბიჭს ის ხომ გა­და­აგ­დეო, პა­ტა­რამ ხელი უბიძ­გა და უთხრა გა­ჩუმ­დიო და გა­აგ­რძე­ლა სა­უ­ბა­რი - კი­დევ კარ­გი გა­და­ვაგ­დე­თო, თო­რემ დაგ­ვენძრე­ო­დაო. მა­ღალ­მა ბიჭ­მა გა­აგ­რძე­ლა სა­უ­ბა­რი და ამ­ბობ­და „ეს არ გვეთ­ქვა ის ამ­ბა­ვიც შე­იძ­ლე­ბა, არ მომ­ხდა­რი­ყოო. შა­ქა­რაშ­ვი­ლებ­მა, რომ გა­ი­გონ მაგ­რად დაგ­ვარ­ტყა­მე­ნო“.

მე გა­ვაგ­რძე­ლე გზა, მე­კე­თა ყურ­სას­მე­ნე­ბი, მაგ­რამ იყო გა­თი­შუ­ლი და ვცდი­ლობ­დი, მათი სა­უ­ბა­რი მო­მეს­მი­ნა, ვი­ყა­ვი მათ­გან ზურ­გით და ვე­ღარ ვხე­დავ­დი, რა დრო­საც ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ თქვა, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მაგ­რად ი....ა. მე არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, ავე­დი სახ­ლში გა­და­ვი­ხე­დე აივ­ნი­დან და და­ვი­ნა­ხე, რომ ის ოთხი პი­როვ­ნე­ბა მოძ­რა­ობ­და და მათ­თან იყო მე­ხუ­თე პი­როვ­ნე­ბაც, მაგ­რამ მისი აღ­წე­რა არ შე­მიძ­ლია“,- აცხა­დებს მოწ­მე ჩვე­ნე­ბა­ში.

მოწ­მე ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ბა, რომ უბან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ოთხი პირი არას­დროს შე­უმ­ჩნე­ვია. თუმ­ცა ნახ­ვის დროს შე­უძ­ლია, რომ იც­ნოს.

კომენტარი