15 წლის გოგონა, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს თბილისში იპოვეს სახლიდან ორჯერ წავიდა. პირველად იგი ქობულეთში...

სამართალდამცველებმა თბილისში 15 წლის გოგონა იპოვეს, რომელიც გასულ კვირას დაიკარგა.

გოგონა ექვსი დღის წინ გაუჩინარდა. სახლიდან წასვლის წინ, მან დედას წერილი დაუწერა, რომელშიც სთხოვდა, რომ მისი მოძებნა არ ეცადათ.

როგორც დაკარგულის მამა აცხადებს, გოგონას მშობლებთან კონფლიქტი არ ჰქონდა.

აღმოჩნდა, რომ გოგონა ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახლიდან ორჯერ წავიდა. პირველად იგი ქობულეთში, მეგობრებთან ერთად წავიდა და შემდეგ სახლში დაბრუნდა.

ამჯერად იგი დედაქალაქში იპოვეს. შსს–ს ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



კომენტარი