სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო - დაზიანებულია ნათესები და სოფლების დამაკავშირებელი გზები

სტიქია რაჭაში - ონის რაიონ სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორა ადიდდა.
ადგილობრივების თქმით, წვიმა საღამოს 9-ის ნახევრისთვის დაიწყო და 2 სთ გაგრძელდა, რის შედეგადაც სოფელი ღები გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

დაზიანებულია ნათესები და სოფლების დამაკავშირებელი გზები.

ადიდებულმა მდინარემ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენებიც წაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და რამდენიმე მიმდებარე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები.

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს,"- ნათქვამია "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100