სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა" – ბაჩალიაშვილები დნმ-ის ანალიზს ითხოვენ

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს. როგორც „პრაიმტაიმს” გარდაცვლილის მამამ განუცხადა, მისი შვილის ცხედარი მძიმე მდგომარეობაში ნახა და სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს.

„მიცვალებული რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო… ორ და სამ დღეში ასეთი რამე არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ვითხოვ დნმ-ის ანალიზის გაკეთებას.

ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, ისეთი, როგორიც კომპიუტერზე. გზა რომ გადაკეტეს, მანქანა მაშინ გამოჩნდა, ამაზეც ეჭვი მეპარება“, – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100