ჭიათურაში მცირეწლოვანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ჭიათურის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამა ეზოში ელექტროსადენებს აკეთებდა, რა დროსაც მოზარდმა, სავარაუდოდ, სადენს ფეხი დააბიჯა.

შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი