სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბავშვებს ნუ აჩლუნგებენ...უსიმპტომო პაციენტებით გადაავსეს საავადმყოფოები...ეს მათი ჯიბისთვისაა გათვლილი. იმ 5 მილიარდისთვის, რომელიც ახალ წელს უნდა დაირიცხოს" - ხატია სიჭინავა

რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მშობლები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნაა, სკოლაში სწავლა დაბრუნდეს და გაგრძელდეს არადისტანციურად.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ხატია სიჭინავას განცხადებით, ეს არის ვირუსი, რომელიც ჩვეულებრივ გრიპად გადაიქცა.

„დააბრუნონ სკოლები, ბავშვებს ნუ აჩლუნგებენ. ბავშვებს სჭირდებათ ცოცხალი ურთიერთობით სწავლება და არა ონლაინ. ონლაინში დღეს ჩემი შვილები მარტო იმიტომ შევიდნენ, რომ ბავშვები მოენატრათ. ზოგს თავის სტკიოდა, ზოგს თვალები, ზოგიც ვარდებოდა პროგრამიდან და თავიდან ვერ შედიოდნენ.

ეს არის ისევ მათი ჯიბისთვის გათვლილი. იმ 5 მილიარდისთვის, რომელიც ახალ წელს უნდა დაირიცხოს,აუცილებელია, გააწითლონ ქვეყანა და აწითლებენ კიდევაც.

უსიმპტომო პაციენტებით გადაავსეს საავადმყოფოები. რას ნიშნავს უსიმპტომო? მე ვდგავარ, კარგად ვარ, მაგრამ ვირუსი მაქვს? რა სისულელეებს ლაპარაკობენ.

დღეს თქვე, რომ ბავშვები არ არიან ვირუსის გადამტანები. საერთოდ ვინ არის ვირუსის გადამტანი ეგეც საკთხავია. გასაგებია, რომ არსებობს ვირუსი და მივხვდით, რომ ამ ვირუსს, რომელიც შეიძლება იმისთვის იყო შექმნილი, რომ დამთავრებულიყო ლეტალურად, აჯობა ადამიანის ორგანიზმმა და გადაიქცა ჩვეულებრივ გრიპად, რათ უნდა მაგას ეპიდემიოლოგობა. ნუ გაიყიდებით ექიმებო, თქვით სწორი“,- ამბობს ხატია სიჭინავა.

ცნობისთვის, დღეს ქვეყნის მასშტაბით დიდი ქალაქებსა და რამდენიმე სოფელში სწავლა დისტანციურად დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100