სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი: "ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს განცხადებით, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

ამის შესახებ პატრიარქმა დღეს წმინდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"დღეს ბევრი ლაპარაკია იმაზე, უნდა უნდა იყოს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის ქართველია. მე ვფიქრობ, ყოველი ქართველი ადამიანი, ის დაბადებულია საქართველოში თუ უცხოეთში, რომელიც სულითა და ხორცით ქართველია, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მე ძალიან მაწუხებს, რომ ასეთი უბრალო საკითხია და ასეთი არასასურველი კამათი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს", - ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100