სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს საკმაოდ რთული სანახავია. გიდასტურებთ, რომ ამ ვიდეოში ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობაზე - სკანდალური სიახლე

თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში დევს ვიდეო, სადაც ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს.

ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურაში დაადასტურეს.

საუბარია თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოზე, სადაც პროკურორის თქმით, ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გამოიყურება.

„დიახ, არსებობს ნამდვილად ასეთი ვიდეო და აუდიო მასალა. ეს საკმაოდ რთული სანახავია. გიდასტურებთ, რომ ამ ვიდეოში ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100