"ავტომობილში საწვავი გაუთავდა და ავზის შესავსებად მიდიოდა..." - მძარცველებმა ქალი ორი შვილის თვალწინ გააუპატიურეს

პაკისტანში მძარცველებმა ქალი ორი შვილის თვალწინ გააუპატიურეს. შემთხვევას ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა, - ამის შესახებ BBC წერს.

შემთხვევა ქალაქ ლახორში, საავტომობილო გზასთან, 9 სექტემბერს მოხდა. ქალს ავტომობილში საწვავი გაუთავდა და ავზის შესავსებად მიდიოდა, რა დროსაც თავს მძარცველები დაესხნენ, გაძარცვეს და გააუპატიურეს.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ და საზოგადოების ნაწილმა მომხდარში ქალის დადანაშაულება დაიწყო. შემთხვევიდან მეორე დღეს, ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა მედიას კომენტარი მისცა, სადაც განაცხადა, რომ ამაში ნაწილობრივ ქალიცაა დამნაშავე, რადგან დილის 3 საათზე ქალი მარტო არ უნდა გადაადგილდებოდეს. „რატომ წავიდა ასეთი დატვირთული გზით ან იქამდე რატომ არ შეამოწმა, უთავდებოდა თუ არა საწვავი?“ - აცხადებს პოლიციის ხელმძღვანელი პირი, უმერ შეიხი.

ამასთან, რამდენიმე ტელევიზიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქალი საფრანგეთის მოქალაქეა და როგორც ჩანს, პაკისტანიც ისეთივე უსაფრთხო ადგილად მიიჩნია, როგორიც საფრანგეთია.

„შეწყდეს მსხვერპლის დადანაშაულება“ - ამ ლოზუნგით იმართება საპროტესტო აქციები ქვეყანაში.

კომენტარი