სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ გამოააშკარავა დაწესებულება, რომელიც გამოყენებულ პრეზერვატივებს ყიდდა

ვიეტნამის პოლიციამ აღმოაჩინა გადამუშავებული, გამოყენებული პრეზერვატივების დიდი რაოდენობა, რომელსაც ობიექტი შემდგომში ფასდაკლებით ყიდდა.

LadBible-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაწესებულება ბინაში იყო მოწყობილი და იქ დაახლოებით 324,000 გამოყენებული პრეზერვატივი ხელმეორედ იფუთებოდა.

პოლიციამ რეიდის დროს, მთელი პროდუქციის კონფესკაცია მოახდინა. როგორც დაწესებულების მეპატრონემ განაცხადა, ის ყოველ თვე უცნობი პირისგან გამოყენებულ პრეზერვატივებს იღებდა.

დამნაშავეები გამოყენებულ პრეზერვატივებს რეცხავდნენ, აშრობდნენ, შემდეგ კი არაჰიგიენურ პირობებში ფორმას აძლევდნენ, საბოლოოდ კი ფასდაკლებით ყიდდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100